Belive

პიოლი დორტმუნდთან მატჩზე: ,,ჩვენ ვიცით ყვითელი კედლის შესახებ, მაგრამ მათ არ იციან, როგორ გამოიყურება სან სირო ჩემპიონთა ლიგაზე''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, დორტმუნდის ,,ბორუსიასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრების განსაკუთრებული იმედი აქვს.

,,მნიშვნელოვანი მატჩი გველის, შეიძლება, ამ თამაშს გარდამტეხიც ვუწოდოთ.

დორტმუნდი ძლიერი გუნდია, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია, ამიტომ 95 წუთის განმავლობაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

მხოლოდ ერთს ვიტყვი - ჩვენ დორტმუნდის ყვითელი კედლის შესახებ ვიცით, მაგრამ მათ არ იციან, როგორ გამოიყურება სან სირო ჩემპიონთა ლიგაზე. დარწმუნებული ვარ, ფანები ხვალაც დაგვეხმარებიან! ხვალინდელ შეხვედრაში მინდა ვნახო, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი დადეს. მჯერა, ისინი იმედებს არ გამიცრუებენ. - სტეფანო პიოლი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, ,,მილანი'' ,,დორტმუნდს'' უმასპინძლებს.

4 ტურის შემდეგ, ,,როსონერის'' 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, ,,ბორუსია'' კი 7 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები