Belive

პიკე: "რეალს მსაჯები ეხმარებიან"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარ პიკემ სკანდალური და საინტერესო განცხადება გააკეთა. ესპანელმა ფეხბურთელმა მადრიდის "რეალზე" ისაუბრა. ხერარ პიკემ მადრიდელების წარმატება მსაჯებს დააბრალა და აღნიშნა, რომ როგორც საფეხბურთო, ისე საკალათბურთო გუნდებს არბიტრები აგებინებენ.
"ბოლო წლებში ეს რეგულარულად ხდება ფეხბურთშიც და კალათბურთშიც. შემდეგ კი რეალი წარმატებას მიაღწევს და ჩუმდებიან. ისინი ამას მუდმივად აკეთებენ. კიდევ კარგი, რომ მათ სხვა გუნდები არ ჰყავთ, რადგან ამის ატანა ხელთბურთშიც და ჰოკეიშიც მოგვიწევდა. ისინი ამ სტრატეგიით სარგებლობენ და ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ." - განაცხადა პიკემ.

სხვა სტატიები