Belive

პიკე ხელფასის შემცირებას დათანხმდა - ბარსელონამ ლა ლიგაში დეპაი დაარეგისტრირა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონამ'' ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა ლა ლიგის მატჩებისთვის მემფის დეპაი, ერიკ გარსია და რეი მანაი დაარეგისტრირა. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს შესაძლებელი პიკეს წყალობით გახდა, რომელიც ხელფასის საგრძნობლად შემცირებას დათანხმდა. გარდა ამისა, გუნდის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს მართავს სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან, რათა მათი ანაზღაურება ,,ბარსელონას'' ამჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისი იყოს. ორივე ფეხბურთელი თანამშრომლობისთვის მზადაა. ამგვარად, დეპაის, გარსიას და მანაის ხვალ ,,სოსიედადთან'' ლა ლიგის პირველ ტურში თამაშის შესაძლებლობა მიეცათ.


სხვა სტატიები