Belive

პიანიჩი კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' ყოფილი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი ემირატულ ,,შარჯაში'' ითამაშებს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბოსნიელი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელის, ხავის, თქმით, მას პიანიჩის შენარჩუნება სურდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ნახევარმცველს კატალონიური გუნდის შემადგენლობაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

32 წლის ფეხბურთელი ,,ბარსელონამ'' 2020 წელს ,,იუვენტუსიდან'' გაიფორმა, გასული სეზონი კი პიანიჩმა იჯარით ,,ბეშიქთაშში'' გაატარა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩემპიონატი ახლახან დაიწყო და ,,შარჯა'' პირველ ტურში მოპოვებული სამი ქულით მეორე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები