Belive

ფსონების განთავსების გამო აივან ტოუნის დისკვალიფიკაცია ემუქრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აივან ტოუნის ბრალდება წაუყენა. აღნიშნული დარღვევები 2017 წლიდან თარიღდება და როგორც Daily Mail იტყობინება, 26 წლის ფეხბურთელი ბევრ მათგანში დამნაშავედ უკვე სცნეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოუნი შესაბამის კომისიას მალევე შეხვედება და სასჯელი სეზონის დასრულებამდე დაეკისრება. ინგლისელი ფეხბურთელის ფსონები 262 მატჩზე ფიქსირდება. შედარებისთვის გეტყვით, რომ ჯოი ბარტონს 1260 ფსონის გამო, 18 თვით აუკრძალეს ფეხბურთის თამაში. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა აივანმა ერთ წელზე ნაკლები უქმად გაატაროს.

ამ სეზონში ტოუნიმ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები