Belive

ფროზინონემ გიორგი კვერნაძის ტრანსფერი დაადასტურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი, გიორგი კვერნაძე კარიერას ,,ფროზინონეში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:

,,ფროზინონემ ფოთის ,,კოლხეთთან'' გიორგი კვერნაძის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. 2003 წელს დაბადებული თავდამსხმელი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით ჩამოდის,'' - წერია კლუბის განცხადებაში.

გიორგი კვერნაძეს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები. გასულ სეზონში 20 წლის ფეხბურთელი ,,დინამო ბათუმის'' ღირსებას იცავდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 7 მატჩში ერთი ასისტი მიითვალა.

,,ფროზინონემ'' 2022-2023 წლების სეზონში სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონიდან სერია A-ში ითამაშებს.

სხვა სტატიები