Belive

ფრე ვენსან კომპანის გუნდთან და წაუგებელი სტარტი - არველაძის გუნდი ლიდერებს შორისაა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ჰალ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონშიფში 2022/23 წლების სეზონში გამოსვლა შთამბეჭდავად დაიწყო და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება შეძლო. მეოთხე ტურის დაპირისპირებაში არველაძის გუნდი ბელგიის ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი კაპიტნის, ვენსან კომპანის გაწვრთნილ "ბარნლის" სტუმრად დაუპირისპირდა, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ელიტიდან მიმდინარე სეზონში დაქვეითდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში საბრძოლო ფრეს - 1:1 დასჯერდა. არველაძის გუნდი 25-ე წუთზე, ოზან ტუფანის მიერ გატანილი გოლის მეშვეობით 9 წუთის განმავლობაში იგებდა, 34-ზე კი ჯეი როდრიგესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გარდა "ბარნლისთან" მოპოვებული ქულისა, შოთა არველაძის გუნდმა წინა ტურში პრემიერ ლიგიდან დაქვეითებულ კიდევ ერთ გუნდს, "ნორვიჩს" საშინაო კედლებში 3 ქულა აართვა (2:1), იქამდე კი ჩემპიონშიფის ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, "ბრისტოლ სიტის" - 2:1 აჯობა და "პრესტონთან" უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. საერთო ჯამში, 50 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდს 4 ტურის შემდეგ დაგროვებული 8 ქულით მეორე პოზიცია უკავია. შემდეგ შეხვედრას ქართველი მთავარი მწვრთნელის გუნდი 20 აგვისტოს, "ვესტ ბრომვიჩთან" სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები