Belive

ფრანგული მედია: შეთანხმება მიღწეულია - ლიონელ მესი საუდის არაბეთში ითამაშებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავტორიტეტული ევროპული სპორტული მედია-საშუალებები  Agence France-Presse-ზე დაყრდნობით აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი საკლუბო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

7 ოქროს ბურთის მფლობელი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთელი "პსჟ-სთან" კონტრაქტს" მიმდინარე წლის 30 ივნისს ასრულებს და თავისუფალი აგენტი ხდება, ფრანგული მედიის ცნობით კი ის კონტრაქტს საუდის არაბეთის პრო ლიგის წარმომადგენელ კლუბთან გააფორმებს.

ირკვევა, რომ ლიონელ მესის დამატება "ალ-ჰილალს" სურს, რომელიც ლეო მესის მარადიული კონკურენტის, კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრის" პრინციპული მეტოქეა, ამით კი ფეხბურთელების დაპირისპირება კვლავ აღდგება.

როგორც მედიაში გავრცელებული ცნობებიდან ვიგებთ, ლიონელ მესისთან პირადი შეთანხმება მიღწეულია, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული ანაზღაურება კი 600 მილიონ ევროს მიაღწევს.

35 წლის სუპერვარსკვლავმა 2022/23 წლების სეზონში პარიზულ გრანდში 37 შეხვედრაში 20 გოლის გატანა და 19 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და საფრანგეთის სუპერთასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები