Belive

ფლიკი იტალიასთან მატჩზე: ,,უძლიერეს ნაკრებს ვეთამაშებით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, იტალიასთან და ინგლისთან გასამართ შეხვედრებზე ისაუბრა:
,,ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. პირველ შეხვედრას იტალიის წინააღმდეგ ვმართავთ - უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ეს ტურნირი მნიშვნელოვანია თითოეული მოთამაშისთვისა და მთელი ნაკრებისთვის. მის დაწყებას მოუთმენლად ველით, ვნახოთ, რის მიღწევას შევძლებთ. ნებისმიერი ტურნირი განსაკუთრებულია, ყველას თავისი პლუსები და მინუსები აქვს. ამხანაგურ მატჩებში შეგიძლია, რაღაც ახალი გამოსცადო, ერთა ლიგის შეხვედრები მსოფლიო ჩემპიონატამდე კი არის ის, რაც გჭირდება. ჩვენ შევძლებთ ვნახოთ, გვაქვს თუ არა პროგრესი და მივაღწიეთ თუ არა სათანადო სტანდარტებს. ასევე, გავიგებთ, რა მიმართულებით დაგვჭირდება მუშაობა სექტემბრიდან ნოემბრამდე,'' - ფლიკის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის პირველ შეხვედრას შაბათს, 4 ივნისს, იტალიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. 7-ში კი ფლიკის გუნდი ინგლისს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები