Belive

ფლიკი: ,,იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ სახლში გამარჯვებით ვბრუნდებით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, მსოფლიო ჩემპიონტის ჯგუფში ჩარჩენაზე ისაუბრა:

,,გასახდელში შევედი, მაგრამ ფეხბურთელებთან ჯერ არ მილაპარაკია. ყველა იმედგაცრუებულია. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ გამოყენება ვერ შევძელით.

სხვა გუნდები არ მაინტერესებს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ესპანეთთან მატჩის პირველ ნახევარშიც არაერთი შანსი გვქონდა. ამის გამოყენება და გოლის გატანა იყო საჭირო, შემდეგ კი ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მატჩში დაბრუნება შევძელით, ჰავერცმა ენერგია შეგვმატა. სახლში გამარჯვებულები ვბრუნდებით.

ესპანეთის დამარცხება შეგვეძლო. ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ, რადგან მოვიგეთ, თუმცა, შედეგი შეიძლებოდა, რომ უკეთესი ყოფილიყო,'' - განაცხადა ფლიკმა.

გერმანიის ნაკრები, კოსტა რიკასთან გამარჯვების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფს მიღმა დარჩა.

E ჯგუფში პირველი ადგილი 6 ქულით იაპონიამ დაიკავა, მეორე პოზიციაზე ესპანეთი გავიდა (4 ქულა), მესამეზე - გერმანია (4 ქულა), მეოთხეზე კი - კოსტა რიკა (3 ქულა).

სხვა სტატიები