ფიფას და კონფედერაციების განცხადება: სუპერლიგაში მონაწილე ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა აეკრძალებათ
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევროპული სუპერლიგის ჩამოყალიბების საწინააღმდეგო განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ფეხბურთელების მისამართით მუქარას შეიცავს. საქმე ისაა, რომ ფიფა ფეხბურთელებს და კლუბებს იმ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს, რომლის ლეგიტიმაციასაც კონტინენტური ან მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ოგანოები არ აღიარებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ფეხბურთელები FIFA-ს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან, მაშინ მათ დიდ საერთაშორისო ფორუმებზე გამოსვლა აეკრძალებათ, რგორიცაა მსოფლიოს ჩემპიონატი.
"მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ბოლოდროინდელი ინფორმაციების გათვალისწინებით, რაც ზოგიერთი ევროპული კლუბის მიერ დახურული, "ევროპული სუპერლიგის" შექმნის იდეას გულისხმობს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და მკაცრად ხაზს ვუსვამთ რომ FIFA-ს და ექვსი კონფედერაციის (AFC, CAF, Concacaf, CONMEBOL, OFC და UEFA) არ იქნება აღიარებული. შედეგად, ნებისმიერ კლუბს ან მოთამაშეს, რომელიც მონაწილეობს ასეთ შეჯიბრში, არ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ფიფას ან მათი შესაბამისი კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ შეჯიბრში. FIFA-ს და კონფედერაციების წესდებების თანახმად, ყველა შეჯიბრი უნდა ორგანიზდებოდეს ან აღიარებული იყოს შესაბამისი ორგანოს მიერ მათ შესაბამის დონეზე, FIFA-ს მიერ გლობალურ დონეზე, ხოლო კონფედერაციების მიერ კონტინენტურ დონეზე. ამ მხრივ, კონფედერაციები FIFA-ს საკლუბო მსოფლიო თასს, ამჟამინდელ და ახალ ფორმატში, აღიარებენ, როგორც ერთადერთ მსოფლიო საკლუბო შეჯიბრს, ხოლო FIFA აღიარებს კონფედერაციების მიერ ორგანიზებულ საკლუბო შეჯიბრებებს, როგორც ერთადერთ საკლუბო კონტინენტურ ტურნირებს. სპორტული დამსახურების, სოლიდარობის, დაწინაურების თუ დაქვეითების უნივერსალური პრინციპები საფეხბურთო პირამიდის საფუძველია, რომელიც უზრუნველყოფს ფეხბურთის გლობალურ წარმატებასა და როგორც ასეთი, ფიფასა და კონფედერაციის წესდებებშია ჩადებული. ამ პრინციპების წყალობით, ფეხბურთს ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია აქვს. გლობალურ და კონტინენტურ შეჯიბრებებში მონაწილეობა ყოველთვის უნდა იყოს მოედანზე გამარჯვებით მოპოვებული", - წერია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში. ოქტომბერში გაირკვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ "სუპერ ლიგის" პროექტში გაწევრიანების თაობაზე, რომლის შექმნისთვის 6 მილიარდი $ იხარჯება.FIFA and the six confederations have released a statement in light of recent media speculation about the creation of a closed European 'Super League'. ℹ️👉 https://t.co/0WCjeZSVDl pic.twitter.com/uiCAVBkMXw — FIFA.com (@FIFAcom) January 21, 2021
ერთი კვირის შემდეგ, ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა, რომ კლუბმა მომავალში ევროპის სუპერლიგაში შესვლასთან დაკავშირებით პირობები შეათანხმა.BREAKING: Liverpool and Manchester United among top clubs in talks over bombshell plot to join new FIFA-backed 'European Premier League' — Sky Sports News (@SkySportsNews) October 20, 2020
European Super League alarm: Bartomeu: "Barcelona have accepted a proposal to play in the European Super League. This would guarantee the financial status of our club going forward.” — Kristof Terreur (@HLNinEngeland) October 27, 2020