Belive

ფიფამ 2020 წლის საუკეთესო მეკარის ტიტულის 6 ნომინანტი გამოავლინა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2020 წლის შემაჯამებელი დაჯილოდებისთვის, რომელიც 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში უნდა გაიმართოს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სხვადასხვა ნომინაციები დაასახელა. ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო მეკარის ტიტულის მოპოვებას 6 გოლკიპერი იმსახურებს, რომელთა ჩამონათვალიც შემდეგნაირია:  ალისონ ბეკერი - "ლივერპული"  ტიბო კურტუა - მადრიდის "რეალი"  კეილორ ნავასი - "პსჟ" მანუელ ნოეიერი - მიუნხენის "ბაიერნი"  იან ობლაკი - მადრიდის "ატლეტიკო" მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - "ბარსელონა"  ხმის მიცემის პროცესი, რომელშიც მონაწილეობის მიღება გულშემატკივარსაც შეუძლია, 25 ნოემბერს ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.

სხვა სტატიები