Belive

ფიორენტინას სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდში იტალიიდან ბევრი პოზიტიური ამბავი არ გვესმის, რადგან იქ კორონავირუსი მძვინვარებს და სიკვდილიანობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან, თუმცა ახლა კარგი ამბავი უნდა გაცნობოთ. "ფიორენტინას" ფეხბურთელებმა: პატრიკ კუტრონემ, ჟერმან პეზელამ და დუშან ვლაჰოვიჩმა, რომლებსაც რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ, ამ ვირუსისგან სრულიად განიკურნენ. მათ გუშინ ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა და დღეს ხელმეორედ ჩაიტარეს Covid 19-ის ტესტი, სადაც კვლავ უარყოფითი პასუხი მიიღეს. ეს ფაქტი უკვე დაადასტურა თავად კლუბმაც: "გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა და განიკურნენ. გვინდა ვისარგებლოთ მომენტით და მადლობა გადავუხადოთ იტალიელ ექიმებს, ექთნებს, საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ იტალიელი ხალხის გადასარჩენად". - ნათქვამია განცხადებაში

სხვა სტატიები