Belive

ფილ ფოდენის დედას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - სკანდალურ ფაქტს სიტი გამოეხმაურა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველი, ფილ ფოდენი გუშინ, მეგობარ გოგოსთან და დედასთან ერთად, კელ ბრუკისა და ამირ ხანის ბრძოლას დაესწრო, რომელიც მანჩესტერში გაიმართა. არენის დერეფანში, ოთახში შესვლისას, უცნობმა პირებმა ფილ ფოდენის სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს. ინგლისელის დედა და მეგობარი გოგო პასუხის გასაცემად ოთახიდან გამოვიდნენ. კლერმა (ფეხბურთელის დედამ) ერთ-ერთ მამაკაცს ხელი უბიძგა, საპასუხოდ კი მან მუშტი მოუქნია. ჩხუბში ფოდენიც ჩაერთო, თუმცა ახლობლებმა ფეხბურთელი სიტუაციას მალევე მოარიდეს. სკანდალურ ფაქტს ,,მანჩესტერ სიტი'' განცხადებით გამოეხმაურა: ,,კლუბმა ნახა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ფილ ფოდენისა და მისი ოჯახის შეურაცხყოფა და შევიწროება. შოკირებულნი და შეშფოთებულნი ვართ ფილის ოჯახის ერთ-ერთ წევრზე ძალადობისა და თავდასხმის ფაქტით. ფოდენსა და მის ოჯახს მხარდაჭერას ვუცხადებთ და მზად ვართ, ყველაფერში დავეხმაროთ.''


სხვა სტატიები