Belive

ფერგიუსონი ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ მანჩესტერის სამ ფეხბურთელს პირადად შეხვდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერ ალექსი ესწრებოდა FA CUP-ის მატჩს "სტემფორდ ბრიჯზე" და თამაშის შემდეგ "მანჩესტერ იუნატედის" სამ ფეხბურთელს შეხვდა. "მანჩესტერმა" ჩელსი 2-0 ერერასა და პოგბას გოლებით დაამარცხა. ეს მანჩესტერის პირველი გამარჯვება იყო "სტემფორდ ბრიჯზე" 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ ფერგიუსონი იყო მთავარი მწვრთნელი. "Manchester Evening News"-ის მიხედვით "იუნატედის" ყოფილი მწვრთნელი მატჩის შემდეგ მოედანზე ჩავიდა და სამ ფეხბურთელთან მოკლე გასაუბრება ჰქონდა. სერ ალექსი ელაპარაკა ალექსის სანჩესს, დიოგო დალოტს და სკოტ მაკტომინეის, რომლებიც თამაშის შემდეგ მოედანზე იყვნენ.

უცნობია თუ რაზე ესაუბრა ფერგი ფეხბურთლებს, თუმცა მცირეხნიანი საუბრის შემდეგ ის გასახდელისკენ დაბრუნდა და მანჩესტერში წავიდა.

სხვა სტატიები