Belive

"ფენომენო" ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურმა გამოცემამ Sportbible ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. მკითხველებს თავიანთი რჩულების დასახელება 4 ფეხბურთელიდან შეეძლოთ: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდო, ტიერი ანრი და ალან შირერი. გამოკითხვაში მონაწილეობა 39 590-მა ადამიანმა მიიღო, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა კი ხმების 60%-ით ხალხის ფავორიტი გახდა. მე-2 ადგილზეა ტიერი ანრი, მე-3 პოზიცია ალან შირერს ერგო, ბოლოზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გავიდა.

სხვა სტატიები