თურქული "ფენერბახჩე" ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს.
თურქები მესუთ იოზილის გადაბირებას ცდილობენ. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა. იოზილმა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 20 მატჩი დაიწყო, რაც მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2007-08 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც გერმანიის "ბუნდესლიგაში" თამაშობდა.
წყაროს ცნობით, "ფენერბახჩეს" გაუჭირდება იოზილის ყიდვა, თუმცა თურქული კლუბი გერმანელი ნახევარმცველის იჯარით აყვანას ეცდება.
"ფენერბახჩე" გასულ სეზონში თურქეთის სუპერ ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა. აქედან გამომდინარე, ისინი ახალი გუნდის შენებას იწყებენ.
შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" უკვე გაყიდა აარონ რემსი, ხოლო პეტერ ჩეხმა კარიერა დაასრულა.