Belive

ფეხბურთის ვარსკვალები პელეს ემშვიდობებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

რამდენიმე წუთის წინ, მთელი საფეხბურთო სამყაროსთის ძალიან უსიამოვნო ინფორმაცია გარცხელდა. 82 წლის ასაკში ბრაზილიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

კრიშტიანუ რონალდუ: ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მთელ ბრაზილიას და განსაკუთრებით ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ოჯახს. მარადიულ მეფის გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს სიტყვები ვერ აღწერს. ვერცერთი სიტყვა გადმოსცემს იმ ტკივილის, რომელსაც ამჟამად მთელი საფეხბურთო სამყარო განიცდის. ის მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო. ის არასოდეს დაგვავიწყდება და მისი სახელი სამუდამოდ იცოცხლებს თითოეულ ფეხბურთის მოყვარულში. მშვიდად განისვენე მეფეო.

სერხიო რამოსი: იმის თქმა, რომ ის ლეგენდა იყო, საკმარისი არ არის. ფეხბურთი არასდროს დაგივიწყებს. მშვიდად განისვენე პელე.

იკერ კასილასი: ის ამ სპორტის ლეგენდა იყო! ჩემი გულსწრფელი სამძიმარი მის ოჯახს! საფეხბურთო სამყარო მის დაკარგვას გლოვობს.

კილიან მბაპე: ფეხბურთის მეფემ დაგვტოვა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა არასოდეს დაიკარგება.

რიო ფერდინანდი: ლეგენდა, რომელიც ლეგენდებს შორის ყველაზე დიდი იყო… ყოველთვის ჰქონდა დრო ყველასთვის!
მე მქონდა სიამოვნება მეთამაშა მისთვის (საქველმოქმედო მატჩში) და მქონდა პატვი მასთან ინტერვიუ ჩამეწერა.

მოთამაშე, ადამიანი, ლეგენდა.

ნეიმარი: პელემდე „10“ მხოლოდ რიცხვი იყო. ეს ფრაზა სადღაც, ცხოვრების რაღაც მომენტში წავიკითხე. მაგრამ ეს წინადადება, არასრულია. მე ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო. პელემ ყველაფერი შეცვალა. მან ფეხბურთი აქცია ხელოვნებად.
მან ძალა მისცა ღარიბებს, შავკანიანებს და განსაკუთრებით ბრაზილიას.
ფეხბურთმა და ბრაზილიამ მეფის წყალობით სტატუსი აიმაღლეს. ის წავიდა, მაგრამ მისი მაგია დარჩება. პელე მარადიულია!!

ლიონელ მესი: მშვიდად განისვენე.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Leo Messi (@leomessi)

რობერტ ლევანდოვსკი: მშვიდად განისვენე ჩემპიონო. სამოთხემ ახალი ვარსკვალი შეიძინა და ფეხბურთმა დაკარგა გმირი.

რიშარლისონი: დღეს ფეხბურთი ემშვიდობება ლეგენდას. ბიჭს რომელმაც მოაჯადოვა სამყარო და სამუდამოდ შეცვალა თამაშის ისტორია. თქვენ ყოველთვის უდიდესი იქნებით, რადგან 60 წლის წინ, ყველა სირთულის მიუხედავად, უკვე აკეთებდით იმას, რასაც დღეს ცოტა თუ შეძლებს. ბიჭს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს გააცნო. მას ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო. შენ ხარ და ყოველთვის იქნები შეუდარებელი, მეფეო. მარადიული ხარ!

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Richarlison (@richarlison)

გარი ლინეკერი: პელე გარდაიცვალა. ფეხბურთელთა შორის ყველაზე ღვთაებრივი და კაცთა შორის ყველაზე ხალისიანი. მან შეძლო ის, რაც მხოლოდ რამდენიმე რჩეულმა შეძლო. 3-ჯერ აწია ყველაზე სასურველი ოქროს თასი იმ ლამაზ ყვითელ მაისურში. მან შეიძლება დაგვტოვა, მაგრამ საფეხბურთო სამყაროსთვის მუდამ უკვდავი იქნება.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Gary Lineker (@garylineker)

ჯანლუიჯი ბუფონი: თქვენი საქმით მსოფლიოს ეს სპორტი შეაყვარეთ და გახდით მისი ერთ-ერთი სიმბოლო. გმადლობთ, ჩემთვის შენ ხარ და დარჩები ყოველთვის ლეგენდა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Gianluigi Buffon (@gianluigibuffon)

სხვა სტატიები