Belive

ფეხბურთელი მისი ბოლო მატჩისას მოედნიდან "გაიტაცეს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როდესაც ფეხბურთელების ბოლო მატჩებს ვიხსენებთ, ყველას ზიდანის უკანასკნელი პროფესიონალური შეხვედრა გვახსენდება. "ზიზუმ" მისი კარიერა, მართლაც განსაკუთრებულად დაასრულა, როდესაც მარკო მატერაცის მკრედში თავი ჩაარტყა. ზინედინი გახდა პირველი მოთამაშე ფეხბურთის იტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გააძევეს. ფოტო კი, სადაც ფრანგი თავჩაქინდრული ჩაუვლის მსოფლიო ჩემპიონატის თასს, ისტორიას დარჩება.

CbzZwE4WwAAOd2N

თუმცა, იტალიელმა ფეხბურთელმა იგნასიო ბარბაგალომ, ნამდვილად შეძლო და ზიდანზე უკეთ დატოვა სტადიონი მისი ბოლო მატჩისას.

კატანიის მესამე დივიზიონში ერთმანეთს ქალაქ ვიაგრანდისა და ნებროდის გუნდები ხვდებოდნენ. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც ორი შენიღბული მამაკაცი გადმოვიდა, რომლებიც მაშინვე მივარდნენ ბარბაგალოსთან და მოედნიდან "გაიტაცეს". ეს ყველფაერი სწორედ იგნასიოს მიერ იყო დაგეგმილი.

Fox Sport Italy-ს ცნობით, ამ მოქმედებას სასჯელიც მოჰყვა. ბარბაგალოს, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ბოლო მატჩს ატარებდა, ფეხბურთის თამაში აეკრძალა და იმ ქალაქს, სადაც ეს შეხვედრა ტარდებოდა, სიცილიის ფეხბურთის ასოციაციამ 200 ევრო დააკირსა ჯარიმის სახით.

სხვა სტატიები