Belive

ფეხბურთელი ილია კერძევაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ილია კერძევაძე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით Geo Team-ი ავრცელებს. მოთამაშის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კერძევაძე საქართველოს U16, U17, U19 და U21 ნაკრებების შემადგენლობაში თამაშობდა, საკლუბო კარიერის განმავლობაში კი გორის "დილას", "ზესტაფონის", "სამტრედიას", ქობულეთის "შუქურას" და "შევარდენის" შემადგენლობაში თამაშობდა.

belive-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს ფეხბურთელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.