Belive

ფეხბურთელები, რომლებმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წონაში საგრძნობლად მოიმატეს

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
პროფესიონალი ფეხბურთელების უმრავლესობა კარგ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება, მაგრამ როდესაც საფეხბურთო კარიერას ასრულებენ და "ბუცებს ლურსმებზე კიდებენ", ზოგი მათგანი წონაში საგრძნობლად იმატებს. Live.Ge წარმოგიდგენთ 10 ფეხბურთელს, რომლებმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წონაში საგრძნობლად მოიმატეს:

 #10 რონალდო

Ronaldo-14-05-2013

დაბადების თარიღი: 1976 წლის 22 სექტემბერი კლუბები, სადაც უთამაშია: კრუზეირო, პსვ, ბარსელონა, ინტერი, რეალი, მილანი და კორინთიანსი. ეროვნება: ბრაზილიელი პოზიცია: თავდამსხმელი კარიერის დამთავრების თარიღი: 2011 წელი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, 2-გზის კოპა ამერიკის გამარჯვებული, 3-გზის "წლის საუკეთესო ფეხბურთელის" ჯილდოს მფლობელი იხსენებს  საუკეთესო ფორმაში ყოფნის პერიოდს. იგი აცხადებს, რომ ფეხბურთის თამაშის პერიოდში თავს ჯანმრთელობის მხრივ ბევრად კარგად გრძნობდა, რადგან საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მან წონაში დაახლოებით 15 კილოგრამით მოიმატა.

#9 ნევილ საუთჰოლი

დაბადების თარიღი: 1958 წლის 16 სექტემბერი კლუბები, სადაც უთამაშია: ევერტონი, პორტ ვეილი, საუთენდი, სტოკი, დონკასტერი, ბრენდფორდი, იორკ სიტი და დერბრიჯი. ეროვნება: უელსელი პოზიცია: მეკარე კარიერის დამთავრების თარიღი: 2002 წელი ლეგენდარული უელსელი მეკარე წონის გამო მუდმივად კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. ნევილ საუთჰოლს კარიერის პიკშიც კი ჰქონდა წონის პრობლემები, მაგრამ ეს წონა მას პრობლემას არასდროს უქმნიდა. პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ნევილს ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ წონის მატების გამო შეექმნა. მისი ამჟამინდელი წონა 103 კილოგრამია.

#8 ნილ შიპერლი

დაბადების თარიღი: 1974 წლის 30 ოქტომბერი კლუბები, სადაც უთამაშია: ჩელსი, უოტფორდი, საუთჰემპტონი, კრისტალ პალასი, ნოტინგემ ფორესტი, ბარნსლი, შეფილდ იუნაიტედი და ბრენტფორდი. ეროვნება: ინგლისელი პოზიცია: თავდამსხმელი კარიერის დამთავრების თარიღი: 2007 წელი, მაგრამ 2013 წელს მან კარიერა გააგრძელა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომლებმაც პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ წონაში მოიმატეს, მაშინ აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნილ შიპერლი. პრემიერ ლიგის ყოფილმა თავდამსხმელმა კარიერა 2007 წელს დაასრულა, თუმცა 6 წლის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა "დიდ ფეხბურთში" და "გრენფორდის" რიგებში ჩაირიცხა.

#7 ტომას ბროლინი

დაბადების თარიღი: 1969 წლის 29 ნოემბერი კლუბები, სადაც უთამაშია: ნასვიკენსი, ნორკოპინგი, პარმა, ლიდსი, ციურიხი, კრისტალ პალასი და ჰუდიკსვოლი. ეროვნება: შვედი პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი კარიერის დამთავრების თარიღი: 1998 წელი შვედებისთვის დამახასიათებელი გარეგნობის მქონე ქერა, ცისფერთვალება ტომასი მეტად წარმატებული იყო. მისი საფეხბურთო კარიერა პიკში მას შემდეგ შევიდა, რაც იგი იტალიურ კლუბ - "პარმაში" ჩაირიცხა. სამწუხაროდ, შვედ ფეხბურთელს ხშირად აწუხებდა ტრავმები, რამაც კარიერის დასრულება გადააწყვეტინა. კარიერის დასრულების შემდეგ კი შვედმა ფეხბურთელმა წონაში 12 კილოგრამი მოიმატა.

#6 ნილ რადოკი

დაბადების თარიღი: 1968 წლის 9 მაისი კლუბები, სადაც უთამაშია: მილუოლი, ტოტენჰემი, საუთჰემპტონი, ლივერპული, ქპრ, ვესტ ჰემი, კრისტალ პალასი, სუინდონი და ველინგტონი. ეროვნება: ინგლისელი პოზიცია: მცველი კარიერის დამთავრების თარიღი: 2015 წელი რადოკი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ხისტი და "საშიში" ფეხბურთელი იყო. მის წინააღმდეგ თამაში პრემიერ ლიგის ყველა თავდამსხმელს უჭირდა და მისი "ეშინოდათ". იგი საკმაოდ მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, რადოკმა წონაში მოიმატა, თუმცა იგი ახლა ამ პრობლების გადაჭრისთვის იბრძვის.

#5 დიეგო მარადონა

დაბადების თარიღი: 1960 წლის 30 ოქტომბერი კლუბები, სადაც უთამაშია: არგენტინა ხუნიორსი, ბოკა ხუნიორსი, ბარსელონა, ნაპოლი, სევილია და ნიუველ ოლდ ბოისი. ეროვნება: არგენტინელი პოზიცია: თავდამსხმელი კარიერის დამთავრების თარიღი: 1997 წელი ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ცოტა ფეხბურთელი თუ იბადება ისეთი დონის, როგორიც დიეგო მარადონაა. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ დიეგო მარადონა უნაკლო გენიოსია. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, დიეგო მარადონა ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდა, რამაც მისი წონაში მატება გამოიწვია. არგენტინელმა გენიოსმა დაახლოებით 25 კილოგრამი მოიმატა.

#4 მარკ ბოსნიჩი

დაბადების თარიღი: 1972 წლის 13 იანვარი კლუბები, სადაც უთამაშია: მანჩესტერ იუნაიტედი, სიდნეი იუნაიტედი, ასტონ ვილა, ჩელსი და სიდნეი ოლიმპიკი. ეროვნება: ავსტრალიელი პოზიცია: მეკარე კარიერის დამთავრების თარიღი: 2009 წელი ჩვენი ათეულის მე-4 წევრს, ავსტრალიელ მეკარე - ბოსნიჩს, მთელი კარიერის განმავლობაში წონის გამო აკრიტიკებდნენ. კარიერის დასრულების შემდეგ, დაქორწინდა ბრაზილიელ მოდელზე - სოფი ანდერტონზე, რომელთან ერთადაც ნარკომომხმარებელი გახდა, რამაც მისი წონაში მატება და ჯანმრთელობის მრავალგვარი პრობლემა გამოიწვია.

#3 იან მოლბი

დაბადების თარიღი: 1963 წლის 4 ივლისი კლუბები, სადაც უთამაშია: კოლდინგი, აიაქსი, ლივერპული, ბარნსლი, ნორვიჩი და სუონსი. ეროვნება: დანიელი პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი კარიერის დამთავრების თარიღი: 1998 წელი თუ ფსონებს გავაკეთებთ, თუ რომელი ფეხბურთელი მოიგებს ამ კონკურსს, რომელსაც ჩვენ - Live.Ge გთავაზობთ, დანიელი ფეხბურთელი ამ კონკურსის გამარჯვების ერთ-ერთი ლიდერი იქნება. სკანდინავიელი ფეხბურთელი ლივერპულის გულშემატკივრებისთვის დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და საყვარელი ფეხბურთელია. დანიელმა ფეხბურთელმა 1998 წლიდან დღემდე 25 კილოგრამი მოიმატა.

#2 ადრიანო

დაბადბის თარიღი: 1982 წლის 17 თებერვალი კლუბები, სადაც უთამაშია: ფლამენგო, ინტერი, ფიორენტინა, პარმა, საუ პაულო, რომა, კორინთიანსი, ატლეტიკო პარანენსე და მაიამი იუნაიტედი. ეროვნება: ბრაზილიელი პოზიცია: თავდამსხმელი კარიერის დამთავრების თარიღი: 2016 წელი ერთ დროს ადრიანო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მოიაზრებოდა. იგი რონალდოს მემკვიდრე იყო, ფორმის პიკში კი მაშინ იყო, როდესაც მან "პარმა" დატოვა და "ინტერში" €23.4 მილიონად გადავიდა. ადრიანო ტრავმებმა გატანჯა და სწორედ ამ ტრავმების გამო მას დიდი პერიოდი გაუცდა. კარიერის დასრულებამდე 2 წლით ადრე იგი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, რამაც მისი წონაში მატება გამოიწვია.

#1 იერუნ ვერჰუვენი

დაბადების თარიღი: 1980 წლის 30 აპრილი კლუბები, სადაც უთამაშია: ვალვაიკი, ვოლენდამი, აიაქსი, უტრეხტი და დე დიკი. ეროვნება: ჰოლანდიელი პოზიცია: მეკარე კარიერის დამთავრების თარიღი: 2017 წელი როდესაც ბურთს ჰოლანდიელი (იერუნ ვერჰუვენი) მიიღებდა, გულშემატკივრები ტრიბუნიდან "პიცას" სკანდირებდნენ, რადგან მას ყოველთვის ჰქონდა წონის პრობლემა. მის მიმართ ყოველთვის ნეგატიურ კომენტარებს ვისმენდით, თუმცა იგი ყოველთვის დადებითად ხვდებოდა ამ ყველაფერს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჰოლანდიელმა მეკარემ წონაში დაიკლო.   

სხვა სტატიები