Belive

ფეინოორდმა დინამოსთან მატჩამდე ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როტერდამის "ფეინოორდი", რომელიც 8 აგვისტოს ევროპა ლიგაზე "დინამო თბილისს" დაუპირისპირდება, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით, ლუსიანო ნარსინგით გაძლიერდა. 28 წლის ვინგერი სამშობლოში "სუონსიში" გატარებული სეზონის შემდეგ დაბრუნდა. ცნობილია, რომ ნარსინგის ტრანსფერი "ფეინოორდს" 4.6 მილიონი ევრო დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ ნარსინგი უელსურ გუნდში გადასვლამდე "პსვ"-ს ღირსებას იცავდა. ლუსიანომ ეინდჰოვენური გუნდის შემადგენლობაში 26 გოლი გაიტანა და 31 ასისტი გააკეთა.

სხვა სტატიები