Belive

ფედერიკო ბერნარდესკის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრებს კორონავირუსის ახალი ტალღა უტევს. ამჯერად, COVID19-ით ინფიცირება ფედერიკო ბერნარდესკის დაუდასტურდა. ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩის ინიფიცირებიდან ხუთი დღის შემდეგ, ფედერიკო ბერნარდესკისთვის COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი მიიღო. როგორც ირკვევა, 27 წლის შემტევის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ის უკვე იზოლირებულია. "კლუბი კონტაქტში რჩება ჯანდაცვის შესაბამის ორგანოებთან და პროტოკოლის ნორმების მიხედვით აგრძელებს ჯგუფურ ვარჯიშებს", - წერს ბიანკონერის ოფიციალური ვებ-გვერდი. ბერნარდესკის გარდა, ბოლო კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ალესანდრო ფლორენცი და მარკო ვერატი, ასევე მეკარეები ალესიო კრანო და სალვატორე სირიგუ მოხვდნენ. ბერნარდესკიმ მიმდინარე სეზონში "ბებერი ქალბატონის" მაისურით 36 შეხვედრაში ითამაშა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები