ფაბრიციო რომანო | ზიდანი რეალს დატოვებს
ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალს" ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, მსოფლიო ფეხბურთის მიმომხილველი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წლევანდელი სეზონი "სამეფო კლუბისათვის" წარუმატებელი გამოდგა - ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში, "რეალი" "ატლეტიკოსთან" დამარცხა. "კოპა დელ რეის" გამარჯვებული "ბარსელონა" გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდული გრანდი "ჩელსისთან" დამარცხდა. 2017 წელს, ზიდანის მეთაურობით "რეალი" ლა ლიგის გამარჯვებული გახდა. ზიდანის სახელს უკავშირდება 2016-18 წლებში მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის სამი ტიტული. 2019-20 წლების სეზონში, "რეალმა" ზედიზედ 10-მატჩიანი მოგებათა სერიით, "ბარსელონა" დაჩრდილა და ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის რანგში მოპოვებული არაერთი ტიტულის ფონზე, ზიდანმა კვლავ გადაწყვიტა "რეალის" დატოვება. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, არაერთი მაღალი დონის მთავარი მწვრთნელი იქნება ხელმისაწვდომი. ანტონიო კონტე, ზინედინ ზიდანი, მაქს ალეგრი, ნუნო ესპირიტო სანტო, ედი ჰოუი, იოახიმ ლიოვი, რაფაელ ბენიტესი, კრისტოფ გალტიე, ლუსიენ ფავრე - მსოფლიო დონის მწვრთნელები ახალი გამოწვევის მოლოდინში არიან.
List of managers currently out of work who will be in high demand this summer. Wow. - Antonio Conte - Zinedine Zidane - Max Allegri - Nuno Espirito Santo - Eddie Howe - Joachim Low - Rafael Benitez - Christophe Galtier - Lucien Favre — Joe Prince-Wright (@JPW_NBCSports) May 26, 2021