Belive

ფაბრიციო რომანო: "რეალმა ჯუდ ბელინგემთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა..."

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 19 წლის ინგლისელმა ვუნდერკინდმა - ჯუდ ბელინგემმა, მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და შემდეგი სეზონიდან იგი "სამეფო კლუბში" ითამაშებს.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, "დორტმუნდმა" და "რეალმა" 19 წლის ინგლისელის შესახებ არაერთი შეხვედრა გამართეს, საბოლოოდ კი კონტრაქტის ახალ დეტალებზე შეთანხმდნენ და ბელინგემიც მზად არის, რომ კარიერა მადრიდულ გრანდში გააგრძელოს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის სანაცვლოდ და რა კონტრაქტის პირობებით გადავა ბელინგემი სამეფო კლუბში.

შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი "დორტმუნდში" 2020 წლიდან თამაშობს, მან თავი ისევე როგორც გერმანულ კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში გამოიჩინა და მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ეროვნული ნაკრების სასტარტო თერთმეტეულში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

ჯუდ ბელინგემმა "დორტმუნდის" მაისურით 90 მატჩი გამართა, სადაც 9 გოლის გატანა და გუნდის კაპიტნობაც შეძლო.

სხვა სტატიები