Belive

ფაბრეგასმა კარიერაში მე-800 მატჩი ჩაატარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში, "მონაკომ" შინ "ნანტი" - 2:1 დაამარცხა. გარდა იმისა, რომ ეს ფრანგული კლუბის ისტორიაში, საფრანგეთის ჩემპიონატში მეათასე გამარჯვება გახლდათ, ეს საიუბილეო მატჩი გამოდგა გუნდის მთავარი ვარსკვლავის ცესკ ფაბრეგასისთვისაც. ვეტერანმა ესპანელმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერაში მე-800 შეხვედრა ჩაატარა. "არსენალის", "ჩელსის" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა 690 მატჩი საკლუბო დონეზე ჩაატარა, 110-ჯერ კი ეროვნული გუნდის მაისური მოირგო და 15 გოლის გატანაც მოახერხა. 33 წლის ფეხბურთელს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე არაერთი ტიტული მოუგია, მათ შორის ორჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონობა.

სხვა სტატიები