Belive

ფაბიო კანავარო იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფაბიო კანავარო ,,ბენევენტოს'' მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

49 წლის სპეციალისტმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი პრეზენტაცია ხვალ, 22 სექტემბერს, შედგება.

,,ბენევენტო'' წელს იტალიის სერია B-ში ასპარეზობს და 6 ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა.

კანავაროსთვის ეს პირველი ევროპული გუნდია. ლეგენდარული მცველი აქამდე ,,გუანჯოუს'' (ჩინეთი), ,,ალ-ნასრის'' (საუდის არაბეთი), ,,ტიანძინისა'' (ჩინეთი) და ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

სხვა სტატიები