Belive

ნაპოლის ვეტერანი: "ვინისიუსის შემდეგ კვარა საუკეთესო ფეხბურთელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა, ფაბიანო სანტაკრუსმა, რომელიც ამჟამად სკაუტია, მისი ყოფილი კლუბის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და ნეაპოლელთა ამჟამინდელი ბრწყინვალე სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა.

"კიმი შესანიშნავი მცველია, მისი თამაშის ყურება "ატალანტას" წინააღმდეგ მშვენიერი იყო. მას რთულ მატჩებში საოცარი სიმშვიდით თამაში შეუძლია, რისი ნახვაც სასიამოვნოა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან წარმოუდგენელი გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, რაფაელ ტოლოიმ შეცდომა დაუშვა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ხვიჩა უნაკლო იყო.

მარცხენა ფლანგის შემტევებს შორის, მგონია, რომ ვინისიუს ჟუნიორი საუკეთესოა, მაგრამ მის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩვენი ქართველი შემტევი მოდის.

"აინტრახტთან" მატჩი? ზოგადად თქვენ ყოველთვის რისკავთ, როდესაც ასეთ შეხვედრებს სათანადო ფსიქოლოგიური მომზადებით არ ხვდებით, მაგრამ ეს "ნაპოლია", რომელიც არასდროს იჩენს უყურადღებობას", - თქვა ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა ცენტრალურმა მცველმა.

"ნაპოლისა" და "აინტრახტის" დაპირისპირება 16 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ 22 წლის ქართველ ვარსკვლავს 6 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები