Belive

პერიშიჩმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაციას გაიკეთებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ტოტენჰემისა" და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა - ივან პერიშიჩმა, მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაციას გაიკეთებს. "სპურსის" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხორვატი ვარსკვლავი არაკონტაქტური ვარჯიშის დროს დაშავდა. 

პერიშიჩმა მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ფეხბურთელს დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ოპერაცია, რის შემდეგაც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება. ამ ეტაპზე ზუსტი დრო არ სახელდება, თუმცა, უდიდესი ალბათობით პერიშიჩი 5-6 თვეს გამოტოვებს.

 

სხვა სტატიები