Belive

პერესი: "რეალში ჯერ ტრანსფერები აღარ იქნება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ზაფხულში კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს მადრიდელებმა ახალწვეული, ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი, აურელინ ჩუამენი წარადგინა.
"ამ დროისთვის მეტი ტრანსფერი არ იქნება, მაგრამ მომავალში ვნახოთ. ზაფხული ძალიან გრძელია“, - თქვა პერესმა.
მადრიდის "რეალმა" ჩუამენის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. გარდა ამისა, "სამეფო კლუბმა" "ჩელსიდან" ანტონიო რუდიგერი უფასოდ დაიმატა.

სხვა სტატიები