Belive

პერესი: ,,ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ოქროს ბურთს ბენზემა მიიღებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ ,,სამეფო გუნდის'' თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, ,,ოქროს ბურთის'' გამარჯვებული გახდება:

,,ბენზემა უკვე დასახელდა უეფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად, უახლოეს დღეებში კი ,,ოქროს ბურთსაც'' მიიღებს. ამაში ეჭვი არავის ეპარება,'' - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

გასულ სეზონში ბენზემამ ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34 წლის ფეხბურთლმა მადრიდულ გრანდთან ერთად ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

წელს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოება 17 ოქტომბერს გაიმართება. გასულ წელს ბენზემამ გამოკითხვაში 239 ხმა მიიღო და მე-4 ადგილზე გავიდა. თავდამსხმელი მხოლოდ ჟორჟინიოს, რობერტ ლევანდოვსკისა და ლეო მესის ჩამორჩა.

სხვა სტატიები