Belive

პეპი სიტიში რჩება: გახდება ეს მესისთვის მორიგი შესაძლებლობა გუნდის დასატოვებლად?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიში" რჩება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი გუნდთან კონტრაქტს კიდევ 3 წლით გაახანგძლივებს. თუ როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდა მესისა და გვარდიოლას შორის 2008-2012 წლებში, ფეხბურთის გულშემატკივარს ეს კარგად მოეხსენება. ახლა კი შეგახსენებთ, რომ ლეოს ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელებთან უთანხმოება ჰქონდა. არგენტინელი ლეგენდის თქმით, გუნდის დატოვების გადაწყვეტილების მიღების უფლება მას უნდა ჰქონოდა, თუმცა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, მესისადმი მიცემული სიტყვა არ შეასრულა.  არგენტინელი ფეზბურთელის კარიერის დასასრული "ბარსელონაში" ახლოს იყო. სწორედ "სიტი" ცდილობდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებასა და ლეოს მანჩესტერში გადაბირებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლეო "ბარსაში" კიდევ დიდი ხნით დარჩება. 33 წლის არგენტინელს გუნდთან კონტრაქტი მომდევნო წლის ივნისში ეწურება და დიდი ალბათობით, მხარეებს შორის თანამშრომლობა არ გაგრძელდება. გვარდიოლას მიერ "სიტისთან" კონტრაქტის გახანგძლივება შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და შესაძლებლობა, რომ მესიმ "ბარსელონა" ამჯერად მაინც დატოვოს და თავი პრემიერლიგაში, პეპის "სიტიში" გამოსცადოს.

სხვა სტატიები