Belive

პეპეს ორი წლით ფეხბურთიდან ჩამოშორება ემუქრება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების და "პორტუს" ცენტრალურ მცველს, პეპეს ფეხბურთში 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიეცეს. აღნიშნულის მიზეზი პორტუგალიელი ფეხბურთელის უხეში საქციელი ხდება, რომელიც მან პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში მოქმედმ ჩემპიონ ლისაბონის "სპორტინგთან" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში ჩაიდინა. საქმე ისაა, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის დირექტორს, ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც მსაჯთა ცნობაშია აღწერილი, პეპემ "სპორტინგის" ფუნქციონერს წიხლი ჩაარტყა, რის გამოც მას შესაძლოა 2-წლიანი დისკვალიფიკაცია დაემუქროს. პორტუგალიური A Bola-ს ინფორმაციით, შესაბამისი შემთხვევებისთვის სასჯელი ორი თვიდან ორ წლამდე მერყეობს, ყველაფერი კი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მატჩის მიწურულს მომხდარ დაპირისპირებაში ორივე გუნდის თითქმის ყველა წარმომადგენელი ჩაერთო, შედეგად მსაჯს წითელი ბარათის 4-ჯერ გამოყენება მოუწია, ერთ-ერთი მათგანი კი პეპესაც უჩვენა. პეპე, რომელმაც "სამეფო კლუბთან" ერთად 2007-17 წლებში ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მშობლიურ კლუბში 2019 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონობის, თასისა და სუპერთასის მოპოვება მოახერხა. 38 წლის უკანახაზელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები