Belive

პეპ გვარდიოლა: "რთული გამოცდა ჩავაბარეთ, ახლა კი სახლში მივდივართ და ჩვენი გულშემატკივრის იმედი გვაქვს"

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალთან" სტუმრად ფრე - 1:1 ითამაშა, "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ნახევარფინალური მატჩი ყოველთვის რთული გამოცდაა სტუმარი გუნდისთვის. ჩვენ გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ზოგჯერ რთული იყო საგოლე შანსის პოვნა იმ ხარისხის გამო, რაც "რეალს" აქვს.

როცა მოედანზე უკეთესები ვიყავით, მეტოქეებმა გოლი გაიტანეს, როცა ისინი უკეთესები იყვნენ, ჩვენ გავუტანეთ - თამაში თავდაყირა დადგა.

ორივე ტაიმი კარგად დავიწყეთ, თუმცა მათ ბევრი კარგი პასი გააკეთეს და მარცხენა ფლანგი აქტიურად დატვირთეს, საიდანაც ისინი ძალიან საფრთხის შემცვლელად გამოიყურებოდნენ.

თუმცა, ჩვენ კევინ დე ბრუინეს ძალისხმევით შესანიშნავი გოლი გავიტანეთ და რამდენიმე შანსი გვქონდა მანამდეც და შემდეგაც. თამაშის მიწურულს მათ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. მატჩი იყო დაძაბული, ძალიან დაძაბული.

ძალიან დიდი მოთხოვნები იყო გუნდების მიმართ, რადგან მოედანზე ბევრი დიდი გამოცდილების და ხარისხის ფეხბურთელი იყო. ახლა ჩვენ ვაპირებთ მანჩესტერში წასვლას და ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი თამაშის გასაუმჯობესებლად.

ჰოლანდმა გოლი ვერ გაიტანა? ორივე ცენტრალური მცველი მასთან ახლოს იყო მთელი თამაშის განმავლობაში, ამიტომ ეს მხოლოდ მისი ბრალი არ იყო. მაგრამ ის მაინც კარგად მოძრაობდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა.

მომავალ ოთხშაბათს ჩვენთვის ნაადრევი ფინალი იქნება, მაგრამ ის ჩვენს სახლში გაიმართება, სადაც ტრიბუნებზე ჩვენივე გულშემატკივრები იქნებიან", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

"მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" საპასუხო მატჩი 17 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები