Belive

პენალტების უცნაური სტატისტიკა პრემიერლიგაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატი, იგივე პრემიერლიგა უცნაური რეკორდებითა და მაჩვენებლებით გამოირჩევა და ბრიტანელ სტატისტიკოსებსაც არ ეზარებათ და ყველანაირ მონაცემს ნებისმიერი მატჩის დასრულებისთანავე გვთავაზობენ. ამჯერად ბრიტანულ პრესაში თერთმეტმეტრიანების საინტერესო სტატისტიკა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც პრემიერლიგაში, ბოლო 10 პენალტიდან რომელიც ფეხბურთელებმა მარცხენა ფეხით დაარტყეს, 6 მათგანი გოლით არ დასრულდა, დანარჩენი 4 კი გავიდა და ოთხივე "ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევის, მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა. გამოდის, რომ მემარცხენე შემსრულებლებიდან პენალტი ბოლო პერიოდში მხოლოდ მო სალაჰს გააქვს, მისი გუნდი კი ჩემპიონობისთვის ემზადება.

სხვა სტატიები