პენალტები ძლიერ ნისლში - FA თასის მატჩი არ გადადეს
ნოტს ქაუნთიმ ინგლისის ასოციაციის თასის (FA Cup) პირველ რაუნდში სენსაცია თავიდან აიცილა და ეროვნული ლიგის წარმომადგენელი (მეხუთე ლიგელი) ალტრინჰემი დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიით 3:2 დაამარცხა მას შემდეგ, რაც ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა (თავად ნოტს ქაუნთი მესამე ლიგაში თამაშობს).
მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ შესანიშნავ პირობებში დაიწყო, თუმცა მოედანზე ხილვადობა უფრო და უფრო უარესდებოდა.
მეორე ტაიმის ბოლოდან შეხვედრა უკიდურესად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, სქელ ნისლში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ნისლი კიდევ უფრო სქელდებოდა, მსაჯმა მატჩის გადადების გადაწყვეტილება არ მიიღო და ფეხბურთელებმა დამატებითი დრო და პენალტების სერია თითქმის 'უხილვადობაში' ჩაატარეს. შესაძლოა ბოლომდე ნისლს ვერ დავაბრალოთ, თუმცა 10 პენალტიდან 5 გაფუჭდა, მომდევნო ეტაპზე კი მესამე ლიგის წარმომადგენელი ნოტს ქაუნთი გავიდა.
IN FULL: Altrincham and Notts County’s dramatic penalty shootout through the fog 🌫️🍿
— Football on TNT Sports (@footballontnt) November 7, 2026
📺 Stream on TNT Sports & HBO Max: https://t.co/fRCRh6tXYB pic.twitter.com/It4bJoYB6z