Belive

პელეს დაკრძალვის თარიღი და დეტალები ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მისმა შვილმა, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

საფეხბურთო კლუბ "სანტოსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მეფეს 3 იანვარს დაკრძალავენ. 2 იანვარს პელეს საავადმყოფოდან სანტოსის სტადიონზე გადაასვენებენ, სადაც მასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი გაიმართება.

წყაროს მტკიცებით, გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი დილის 10 საათზე დაიწყება და 24 საათს გასტანს. ლეგენდასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ბრაზილიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, ცნობილ ადამიანებსა და რიგით გულშემატკივრებს ექნებათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფანები სასახლეს ვერ მიუახლოვდებიან.

3 იანვარს პელეს "Necrópole Ecumênica"-ს სასაფლაოზე გადაასვენებენ. დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი გარემოცვა დაესწრება. "Necrópole Ecumênica" გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოს უდიდესი ვერტიკალური სასაფლაო. 

სხვა სტატიები