Belive

პედრო ნეტუ: "ფინალში ჟოტასა და მისი ძმის სულისთვის ვითამაშებ და იმედია მოვიგებთ"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და წინ დიდი ფინალია, სადაც პსჟ ჩელსის დაუპირისპირდება.

ჩელსის ერთ-ერთი პორტუგალიელი შემტევი - პედრო ნეტუ, რომელიც ნაკრებში ჟოტას თანაგუნდელი და ბავშვობის უახლოესი მეგობარი იყო, თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ფინალის წინ, იგი განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო რამდენიმე დღე ჩემთვის ძალიან რთული იყო. თამაშებზე ისე გავდიოდი, რომ ტირილში ღამეებს ვათენებდი, თუმცა რას ვიზამთ...

მინდა ყველას გავუზიარო, რომ ფინალში დიოგუ ჟოტასა და მისი ძმისთვის ვითამაშებ. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდია, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ იმედია, მათთვის გამარჯვებას შევძლებ." - პედრო ნეტუ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კულმინაციას მიუახლოვდა. კვირას, 13 ივნისს, ტურნირის ფინალში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და ჩელსი შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები