Belive

პედრი: "სულ მინდოდა მელოტი ვყოფილიყავი, არ ვიცი რატომ..."

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა - პედრიმ, ჟურნალისტის დასმულ კითხვას სახალისო პასუხი გასცა, თუმცა მან აღიარა, რომ ეს პასუხი სიმართლეა.

"Diario Sport"-ის ჟურნალისტმა პედრის დაუსვა კითხვა, თუ სად ხედავს იგი საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ, რაზეც პედრის პასუხი შემდეგი იყო.

"როგორ ვხედავ ჩემს თავს 10 წელიწადში? 31 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვითამაშებ ფეხბურთს და იმედია მელოტი ვიქნები. ყოველთვის მინდოდა მელოტი ვყოფილიყავი და ულვაში მქონოდა, არ ვიცი რატომ..." - პედრი

21 წლის ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა თავისი ტრავმისა და მოედანზე სავარაუდო დაბრუნების შესახებაც ისაუბრა.

"ჩემი დაბრუნების კონკრეტული თარიღი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. იმედია მალე დავბრუნდები.

ფსიქოლოგიურად კარგად ვარ. გამოჯანმრთელება და რეაბილიტაცია ძალიან კარგად მიდის და მხოლოდ მალე დაბრუნებასა და სიამოვნებაზე ვფიქრობ...”
- პედრი

პედრიმ მარჯვენა ბარძაყის ტრავმა სან მამესში, "ატლეტიკთან" მატჩის დროს, 3 მარტს გამართულ ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩში მიიღო. ესპანელი ფეხბურთელი შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე უნდა შეეცვალათ, მან მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა, რადგან ხშირი ტრავმები მის კარიერაზე უარყოფითად მოქმედებს.

სხვა სტატიები