Belive

პატრის ევრა ფიქრობს, რომ ბენზემას მისმა თანაგუნდელებმა უღალატეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პატრის ევრამ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ქარიმ ბენზემას მიმართ ცივი დამოკიდებულებისთვის გააკრიტიკა.

ქარიმ ბენზემას ბარძაყის ტრავმის გამო, კატარის მუნდიალის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ მას თამაში არ შეეძლო, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მაინც სურდა გუნდთან ერთად დარჩენა. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა და ოქროს ბურთის მფლობელს კატარის დატოვება მოუწია.

SBNation-ის თქმით, მოთამაშეების უმრავლესობას ბენზემას იქ ყოფნა არ სიამოვნებდათ. ამ ყველაფრის გამო, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ქარიმის თანაგუნდელები გააკრიტიკა:

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქარიმმა ბევრი ადამიანი შეაწუხა. თქვენ, როგორც მოთამაშეები საკუთარი თანაგუნდელებისთვის ომში ერთვებით. თქვენ იგივე შეცდომას უშვებთ, რასაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საფრანგეთის ნაკრები მათ ეკუთვნოდათ."

აღსანიშნავია ისიც, რომ არგენტინასთან მარცხის შემდეგ, ბენზემამ ყველა მისი თანაგუნდელი ნაკრებში სოციალური ქსელიდან წაშალა.

სხვა სტატიები