პატრიკ კლუივერტი ინდონეზიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული, ვეტერანი ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი ინდონეზიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ნიდერლანდელმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი (2027), ხელშეკრულებაში გახანგრძლივების პუნქტიცაა.
ინდონეზიის ნაკრებს აქამდე შინ ტაე-იონგი წვრთნიდა, რამდენიმე დღის წინ კი ის გაათავისუფლეს, რასაც კლუივერტის დანიშნვა მოჰყვა.
პატრიკ კლუივერტს აქამდე მთავარ მწვრთნელად კურასაოსა და "ადანა დემირსპორში" უმუშავია, 2023 წლამდე კი 48 წლის სპეციალისტს არცერთი გუნდი გაუწვრთნია. ინდონეზიის ნაკრებში მის ერთ-ერთი ასისტენტებად პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელი დენი ლანძაატი და ნიდერლანდელი ალექს პასტორი დაასახელეს.
Selamat datang, Patrick Kluivert! 🇮🇩
— Timnas Indonesia (@TimnasIndonesia) January 8, 2025
Berjuang #BersamaGaruda demi #GarudaMendunia 🌏
‣ #KitaGaruda pic.twitter.com/C3S3hs9s35