Belive

"პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ" - ერიკ ტენ ჰაგი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზედიზედ 2 საშინაო მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს მოუბოდიშა. პრემიერ ლიგაში, მანჩესტერულ დერბიში, "იუნაიტედი" 0:3 დამარცხდა, რის შემდეგაც, ასოციაციის თასზე "ნიუკასლს" დაუპირისპირდა და ასევე 0:3 დამარცხდა.

"წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და დაამატა, რომ გუნდი აუცილებლად აღიდგენს ფორმას.

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს საკმარისი არაა. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და ფანებს ბოდიშს ვუხდი. ჩემი მოთამაშეები აუცილებლად დაბრუნდებიან - ხედავთ, რომ დაღლილები არიან, მაგრამ აუცილებლად აღიდგენენ ფორმას. ამ ყველაფერს გუნდურად უნდა მივაღწიოთ - მხოლოდ ესაა ერთადერთი გამოსავალი. - ერიკ ტენ ჰაგი.

სხვა სტატიები