პარიზში პელე და მბაპე ერთმანეთს შეხვდნენ
5 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მბაპეს ჩემს შთამომავლად ასახელებენ? ეს დიდი პასუხისმგებლობაა. უკვე ორი წელიწადია მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. ისეთივე წარმატებებს ვუსურვებ, როგორიც მე მქონდა. მისი თამაშის სტილი ჩემსას წააგავს, მეც მიყვარდა სწრაფი დრიბლინგი და ძალიან ახალგაზრდამ მივაღწიე დიდ წარმატებას. ვფიქრობ, მბაპე უკვე იმსახურებს „ოქროს ბურთს.“ მჯერა, რომ ერთხელაც ის ამ პრიზს აუცილებლად მოიპოვებს" - განაცხადა პელემ.თავის მხრივ კომენტარი მბაპემაც გააკეთა. ახალგაზრდა ფრანგის თქმით ძალიან მოხარულია პელესთან შეხვედრის გამო.
"დიდი პატივია მასთან შეხვედრა. ვეცდები მასსავით ბევრჯერ მოვიგო მსოფლიო ჩემპიონატი. 2022 წელს ჩვენ აუცლებლად დავიცავთ ტიტულს".კილიან მბაპე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ზუსტად იგივე ჯილდი პელემ 1958 წელს მიიღო.