პარიზის შეცდომა | პრემიერ ლიგის ვარსკვლავი ენრიკეს პასუხობს
იაპონელი მეკარე, ზიონ სუზუკი, ასტონ ვილაში, თავს იმკვიდრებს და ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ, დაპირებულ სათამაშო დროს იღებს. მანამდე კი, ის, პარი სენ-ჟერმენში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. თუმცა, საბოლოოდ, მოლაპარაკებები, შეჩერდა.
პარიზელებს, იაპონელი კარის დარაჯი, მერაკის პოზიციის გასაძლიერებლად ჰყავდათ შერჩეული. სუზუკიმ, ლუის ენრიკეზე, შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც, ესპანელი მის დამატებას განიხილავდა. ტრანსფერის ჩაშლას წინ უძღოდა სუზუკის აგენტის მიერ წაყენებული ფინანსური მოთხოვნები, რომლებიც, პსჟ-ს აზრით, გადაჭარბებული იყო.
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, პრობლემა მხოლოდ ფინანსური მოთხოვნები არ ყოფილა. სუზუკის სურდა, ისეთი გუნდი ეპოვა, რომელიც მის ძირითად შემადგენლობაში ადგილს გარანტირებულად შეთავაზებდა. პსჟ-ს კი, ამის უზრუნველჰყოფა არ შეეძლო.
ჩემი პრიორიტეტი თამაში იყო და სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ერთი წელი ბელგიაში გავატარე. შემდეგ კი, პარმაში ორი სეზონი ვითამაშე. ამ პერიოდში განვვითარდი. ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გამოცდილება, რომელიც იტალიაში მივიღე. ახლა, საკუთარი თავის მჯერა და ჩემ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. - ზიონ სუზუკი
მას შემდეგ, რაც სუზუკისთვის, პაჟ-ში ტრანსფერი ჩაიშალა, იაპონელმა კიპერმა, როგორც ჩანს, ასტონ ვილაში იოპვა ის სივრცე, რომელიც ასე ძალიან ჭირდებოდა. ახლა კი მას, უნაი ემერის ხელმძღვანელობით, პრემიერ ლიგაში, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება შეუძლია.