Belive

პარი სენ ჟერმენმა გალტიეს გათავისუფლება გადაწყვიტა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,კლერმონთან'' დღევანდელი მატჩის შემედგ, ,,პსჟ'' მთავარ მწვრთნელს, კრისტოფ გალტიეს გაათავისუფლებს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

გალტიემ ,,პარი სენ ჟერმენი'' გასულ ზაფხულს ჩაიბარა და გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

56 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით დედაქალაქურმა კლუბმა საფრანგეთის ლიგა 1 და სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები