პარი სენ-ჟერმენის სატრანსფერო სიახლეები - დიდი ალბათობით, რამდენიმე ფეხბურთელი კლუბს დატოვებს
გამოცემა „L’Équipe“-ის ინფორმაციით, ბრედლი ბარკოლა, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს პარიზულ კლუბს დატოვებს.
ფრანგი ვინგერი ბოლო პერიოდში პსჟ-ში უფრო სათადარიგო მოთამაშის როლში აღმოჩნდა. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ყველაზე ეფექტურად მარცხენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა ამ პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
ბარკოლას მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლამდე აკავშირებს. სეზონის მიწურულს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეჩერდა, რადგან კლუბის მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე იყო გადატანილი. მანამდეც ფრანგ ფეხბურთელსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკე თავდამსხმელის შენარჩუნებას ემხრობა, კლუბის ხელმძღვანელობა უკვე აღარ გამორიცხავს ბარკოლას გაყიდვას და ფეხბურთელმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი დატოვოს. ფრანგი ფეხბურთელის დამატებით ყველაზე მეტად ლონდონის არსენალია დაინტერესებული.
პარიზულ კლუბს მხოლოდ იმ ფეხბურთელების შენარჩუნება სურს, რომლებიც სრულად ერთგულნი არიან კლუბის პროექტისა და სამომავლო გეგმების.
🚨BREAKING: Bradley Barcola will be allowed to leave PSG this summer.
— now.arsenal (@now_arsenaI) June 12, 2026
Arsenal are set to step up their interest in the 23-year-old winger.
[@lequipe] pic.twitter.com/sK5d9uhi4m
კლუბი შესაძლოა სამხრეთ კორეელმა კანგ-ინ ლიმაც დატოვოს. ფეხბურთელის დამატება მადრიდის ატლეტიკოს სურს და მადრიდულმა კლუბმა უკვე დაიწყო პსჟ-სთან მოლაპარაკებები მისი ტრანსფერის თაობაზე.
თავად ფეხბურთელს დიეგო სიმეონეს გუნდში თამაში სურს. ბრედლი ბარკოლას მსგავსად, კანგ-ინ ლიც გასულ სეზონში პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.
პარიზული კლუბი ფეხბურთელს დაახლოებით 35 მილიონ ევროდ აფასებს და მზად არის, შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, მისი გაყიდვა განიხილოს.
23 წლის ნახევარმცველი 2023 წელს გადავიდა პარიზულ კლუბში, თუმცა ძლიერი კონკურენციის გამო ძირითად შემადგენლობაში მუდმივი ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ, კარიერის გასაგრძელებლად სხვა კლუბში გადასვლა მისთვის მიმზიდველ ვარიანტად განიხილება.
✍️ #Atletico #PSG Transfer
— Cebo (@CeboSpor) June 11, 2026
🚨 Atletico Madrid, bu yaz Kang-In Lee'nin transferi konusunda Paris Saint-Germain ile 𝗢𝗣𝗘𝗡𝗘𝗗 𝗧𝗔𝗟𝗞𝗦'ye sahip. Güney Koreli milli oyuncu, geçen sezon PSG'de normal başlangıç yapma mücadelesinin ardından Diego Simeone'nin takımına katılmak… pic.twitter.com/fSMmBMHoSC
პარიზული კლუბის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ლუკას შევალიეა. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ფრანგი კიპერი კვლავ მაღალი დონისა და დიდი პოტენციალის მქონე მეკარედ ითვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, შევალიეს დამატება ტურინის იუვენტუსსა და ბეშიქთაშს სურთ. თურქული გუნდის ახალი მწვრთნელი, ვინჩენცო იტალიანო, პირველი სეზონისთვის კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობს და შევალიეს ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ განიხილავს.
ამასთან, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის უკვე მიმდინარეობს კომუნიკაცია რენდალ კოლო მუანის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამ კონტაქტებმა შესაძლოა შევალიეს ტრანსფერზეც გაამარტივოს მოლაპარაკებების პროცესი და ორ კლუბს შორის უფრო ფართო შეთანხმების შესაძლებლობა შექმნას.
Beşiktaş, Fransız kaleci Lucas Chevalier için Paris Saint-Germain'e yeni teklif yapacak. pic.twitter.com/ABLcMdu4lN
— Sporcast (@sporcasttr_) June 12, 2026