Belive

პარი სენ-ჟერმენის ფანებმა მესი გააკრიტიკეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება შედგა. პარიზში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:1 დასრულდა.

უმნიშვნელოვანესი მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ვიდეო განთავსდა, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ნეიმარი თავგანწირული იბრძვის და ცდილობს "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელებს ბურთი აართვას - საპირისპიროდ, ლეო მესი მოედანზე ნელი ნაბიჯებით გადაადგილდება და თანაგუნდელს მეტოქის პრესინგში არ ეხმარება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ვნებათაღელვა მოჰყვა. პარიზული გრანდის ფანები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და მესის მწვავედ აკრიტიკებენ:

"მესი არსად ჩანს. დიდი პატივისცემა ნეიმარს, რომელიც რეალურად ცდილობდა. მარცხში მას ვერ დავადანაშაულებ".

"მხოლოდ ამის ხილვაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემთვის ნეიმარი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო".

"ფეხბურთში მესის საქმე დასრულებულია. ის ახლა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობს".

სხვა სტატიები