Belive

პაპუ გომესი ფეხბურთს დაუბრუნდა და სერია B-ში იასპარეზებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელი შემტევი პაპუ გომესი პროფესიონალურ ფეხბურთს უბრუნდება და კარიერას სერია B-ს გუნდ პატოვაში გააგრძელებს. 37 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონცაში გადასვლის შემდეგ პაპუ გომესს დოპინგზე ჩავარდნის გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა და მას შემდეგ ფეხბურთი არ უთამაშია, მონცაში მან მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა.

სერია B-ს გუნდმა ფეხბურთელი შესანიშნავი ვიდეოთი წარადგინა:

2014-21 წლებში, ატალანტას მაისურით ჩატარებულ 209 მატჩში, გომესმა 50 გოლის გატანა შეძლო. გომესი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ალბისელესტეს მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში, გომესმა 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.