Belive

პაოკი ნინუას უშვებს - ქართველი ფეხბურთელი ქეცბაიას სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად "პაოკი" ნიკა ნინუას განათხოვრებას აპირებს. კვიპროსული მედიის თანახმად, 21 წლის ნახევარმცველით თემურ ქეცბაია არის დაინტერესებული. ქართველ სპეციალისტს სურს, რომ "ანორთოსისში" მე-5 ქართველი წაიყვანოს.
"ძალიან კარგი ტექნიკა და დარტყმა აქვს, განსაკუთრებით სტანდარტულის შესრულებისას. ნიკა მოედანზე ლიდერია," - ასე ახასიათებს ქეცბაია ნინუას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის სანაცვლოდ ზაფხულში "პაოკ"-მა "დინამო თბილისს" 850 000 ევრო გადაუხადა. ამ დროის მანძილზე ნიკამ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები