Belive

Ouest-France-მ ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო გუნდში გიორგი მიქაუტაძე შეიყვანა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა "Ouest-France"-მ ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ნამდვილად არავის უნდა გაუკვირდეს ის ფაქტი, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და წევრი - გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც ლიგა 2-ის სეზონის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

გიორგი მიქაუტაძე - "ამ ზაფხულს "სერაინიდან" დაბრუნების შემდეგ, ის ყველაფერს იგებს. ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა 22 წლის ქართველმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "მეცის" ლიგა 1-ში დაბრუნებაში. 23 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის ავტორმა მიქაუტაძემ, ფრანგი და არამარტო ფრანგი გულშემატკივარი გოლებისა და საგოლე გადაცემის გარდა, საკუთარი დრიბლინგებითაც გააოცა..."

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრანგულმა გამოცემამ სეზონის საუკეთესო გუნდში "მეციდან" მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე გამოყო, დანარჩენი ფეხბურთელების უმეტესობა კი პირველადგილოსანი "ლე ავრიდანაა" დასახელებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე დიდი ალბათობით "მეცს" დატოვებს, რადგან მისი ტრანსფერით პრემიერ ლიგის, სერია A-სა და სხვა მრავალი წარმატებული გუნდის მესვეურები არიან დაინტერესებული. "მეცის" პრეზიდენტის განცხადებით კი, თუ გუნდი ქართველ ფორვარდს გაუშვებს, მის სანაცვლოდ მინიმუმ 10 მილიონი უნდა გადაიხადონ.

სხვა სტატიები